Thursday, September 6, 2012

გაკვეთილის  მთავარი  თემა
ფუნქციის თვისები
სწავლების  საფეხური (კლასი)
IX კლასი
მოსწავლეთა  პროფილი
აღნიშნულ  კლასში სწავლობს 13(ცამეტიბავშვი.აქედან  5(ხუთგოგონაა  და  8(რვა) ვაჟი.
გაკვეთილის  მიზნები  და   შედეგები
მოსწავლემ შეძლოს  ფუნქციის გრაფიკული წარმოდგენა. მისი თვისებების აღწერა - ზრდადობა, კლებადობა; ფუნქციის ნულების, უდიდესი და უმცირესი მნიშვნელობების არსებობა.
წინასწარი  ცოდნა
●ფლობს სიდიდეებს შორის კავშირს, როცა ერთ-ერთის მნიშვნელობის ცოდნით მეორეს პოვნა შეიძლება.
●ფლობს ფუნქციის წარმოდგენის სხვდასხვა ხერხებს. (ცხრილები, ფორმულები და გრაფიკები.)

შეფასების  საგანაი  და პროცედურები
შეფასების  რუბრიკა.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
დაფა,ფერადი  ცარცები, ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, კომპიუტერული პროგრამა  WWW.cut-the-knot.org/pythagoras/index.shtaml
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი
გაკვეთილზე  შესვლისას  კითხვა-პასუხის  მეთოდით  ვადგენ მოსწავლეთა  ცოდნის  დონეს.(7 წთ.)
-დაუკვირდით გრაფიკს და მითხარით თუ x იზრდება ვთქვათ 0-დან 1-მდე, მაშინ  როგორ იცვლება y?
-დაუკვირდით გრაფიკს და მითხარით თუ x იზრდება ვთქვათ 1-დან 2-მდე, მაშინ  როგორ იცვლება y?
-იღებს თუ არა მოცემული ფუნქცია უარყოფით მნიშვნელობებს?
-იღებს თუ არა მოცემული ფუნქცია დადებით მნიშვნელობებს ?
 -შეგიძლიათ თუ არა მოცემული ფუნქცია ჩაწეროთ ფრომულით?
-თქვენი აზრით როდის იღებს ფუნქცია დადებით მნიშვნელობებს?
-თქვენი აზრით როდის იღებს ფუნქცია უარყოფით მნიშვნელობებს?
აღნიშნული კითხვების პარალელურად ბავშვებს მივაწოდებ ინფორმაციას იმის შესახებ  თუ რას ეწოდება ფუნქციის ზრდადობის შუალედი, კლებადობის შუალედი,  ფუნქციის ნული,  ფუნქციის უდიდესი (უმცირესი)  მნიშვნელობა. (15 წთ)
●ამის შემდეგ მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მივცემ სხვადასხვა  ფუნქციას გამოსაკვლევად. პრეზენტაციის საფუძველზე დავადგენ მათ საჭიროებებს და გაუწევ შესაბამის დახმარებას.
 (15 წთ.)
ვისარგებლებ პროექტორით ( ინტერნეტით ) და მოსწავლეებს ვაჩვენებ აღნიშნული თემის შესაბამის მასალას.(5 წთ.)
მივცემთ   მითითებებს  მთელ   კლასს   საშინაო   დავალების   შესრულების  შესახებ .(3წთ)